Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
431

მსახიობი ეთო გუგავა ჟურნალ „გზას“ უყვება, რომ მას უკრაინელი დედა ჰყავს, რომელიც გვარად კავჩენკოა. ქართველი მსახიობი დაიბადა ქალაქ კრივოი-როგში, საიდანაც წარმოშობით გახლავთ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ეთო გუგავა: 

„სამი წელი უკრაინაში ვცხოვრობდი, მერე ისე მოხდა, რომ ცხოვრება საქართველოში გავაგრძელე და საქართველოც ჩემი სამშობლოა, მაგრამ წარმოუდგენელია ვთქვა, რომ უკრაინა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე ის მიყვარს და ვამაყობ, რომ ჩემს ძარღვებში უკრაინული სისხლი ჩქეფს.

ჩემი და სამხედრო პირია. ფორმაში გამოწყობილი, დღეს ავტომატით იბრძვის, სხვა ჯარისკაცებთან ერთად. თავის ქალაქში იმყოფება. იქ ისეთი ძლიერი სროლები არაა, როგორიც კიევში. დედაჩემი და დისშვილი სახლში ან სარდაფში არიან. სხვა უკრაინელების მსგავსად, ისინიც ნერვიულობენ, ძალიან ეშინიათ, მაგრამ ჩემმა დამ მომწერა, მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე მტერს ჩავბარდე და დავმარცხდეო. მისით ძალიან ვამაყობ და მიხარია, რომ ასეთი ძლიერი ადამიანია…“

ომი უკრაინაში

სოფო ხაჭაპურიძე: „წავიდნენ ისე, რომ ვერც გაიგეთ. ავტობუსებთან ჯგუფური ფოტოც არ გადაუღიათ და  დაუდიათ…“

ლევან ხურცია: „2008 წელს დასავლეთს ამისი ნახევარი სანქციები მაინც რომ დაეწესებინა რუსეთისთვის და ჩვენი პატარა ქვეყანა მარტო არ დაეტოვებინა, დღეს ამ სისხლისღვრას ავირიდებდით…“

ჯემალ ბაღაშვილი: „ვინმემ ნორმალურად აგვიხსნას, კონკრეტულად რომელ ჯადოსნურ სანქციას ფლობს ჩვენი საცოდავი საქართველო, რომ მოაწერს ხელს ამაზე ჩვენი მთავრობა და პუტინი შეწყვეტს ომს და მეორე დღეს ევროკავშირში ვიქნებით“

ექიმი დავით მრელაშვილი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად პოლონეთში მიემგზავრება და უკრაინელებისთვის დრონების გასაგზავნად თანხას აგროვებს

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მსახიობ ეთო გუავას და უკრაინაში იბრძვის: „მომწერა, მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე მტერს ჩავბარდე და დავმარცხდეო…“

431
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
431
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული