Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
39

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი აქტიურად მუშაობს და საახალწლო დღეებში მაყურებელს არა მარტო მოქმედ რეპერტუარს, არამედ ახალ სპექტაკლებსაც თავაზობს. სიახლეებზე “ავტორადიოს” დილის ეთერში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა ისაუბრა.


ბატონო დიმიტრი, სიახლეები გაქვთ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, როგორც ვიცი გაქვთ პრემიერა, რა შეგიძლიათ გაგვიმხილოთ?

ძალიან დიდი პაუზა გვქონდა აღებული და გვინდოდა გადაგვეხალისებინა რეპერტუარი. აქედან გამომდინარე პრემიერები ხშირია. 19 დეკემბერს, ჰანს-კრისტიან ანდერსენის 2 ზღაპრის „წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი“, ერთ სპექტაკლად გაერთიანებული დადგმა ვაჩვენეთ. ხოლო უკვე ახალი წლის წინ, ცნობილი მიუზიკლის “ადამსების ოჯახის” მიხედვით სპექტაკლი – „ფრთხილად ადამსები“ გვაქვს დაგეგმილი. მოკლედ, ასეთი სიახლეებით ვასრულებთ ამ წელს.

როგორი იყო პანდემიის შემდეგ თეატრში დაბრუნება?

პანდემია არ დასრულებულა, თუმცა თეატრში დაბრუნება მაინც შევძელით.
თეატრების გახსნის შემდეგ ეს სპექტაკლები, რომელიც ჩამოგითვალეთ, ჩვენთვის მე-8 და მე-9 საპრემიერო დადგმებია. აქტიურად ვმუშაობთ, როგორც მაყურებელს, ასევე მსახიობებს, რეჟისორებს ძალიან მოენატრათ თეატრი. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი დარბაზში რეგულაციების დაცვით ხვდება, სპექტაკლის დანიშვნისთანავე ყველა ბილეთი იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მოზარდ მაყურებელთა თეატრში ორი პრემიერაა

39
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
39
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული