Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
471

პარლამენტის ბიუროს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინა.

ბიუროს წევრებს მინისტრთა ახალი კაბინეტი პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააცნო. [related_news id=”240107″ align=”left”]

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე დასახელებულია მიხეილ ბატიაშვილი,
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე – ლევან დავითაშვილი,
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე – ნათია თურნავა,
  • თავდაცვის მინისტრის პოსტზე – ირაკლი ღარიბაშვილი,
  • იუსტიციის მინისტრის პოსტზე – თეა წულუკიანი,
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე – ეკატერინე ტიკარაძე,
  • რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე – მაია ცქიტიშვილი,
  • საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე – დავით ზალკალიანი,
  • ფინანსთა მინისტრის პოსტზე – ივანე მაჭავარიანი,
  • შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე – ვახტანგ გომელაური,
  • სახელმწიფო მინისტრად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი. [related_news id=”239755″ align=”right”]

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, ასევე სამთავრობო პროგრამას კომიტეტებში და ფრაქციებში განიხილავენ. ამის შემდეგ დეპუტატები მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ცნობილია

471
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
471
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული