Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
115

მილანის მოსახლეობის საშუალო სიმაღლე 2 ათასწლეულის განმავლობაში არ შეცვლილა. ასეთ დასკვნამდე მილანის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. მიზეზი – იტალიურ ქალაქში ცხოვრების მაღალი ხარისხია, რაც მაცხოვრებლებს კარგად კვების საშუალებას აძლევს.

მკვლევარებმა მილანში ძველი რომის ეპოქიდან XX საუკუნემდე დაკრძალული 549 ადამიანის ნეშტი შეისწავლეს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების სიმაღლე ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში განსხვავდებოდა, საშუალო ცვლილება ძალიან შესამჩნევი მაინც არ ყოფილა. მამაკაცთა შემთხვევაში სიმაღლე – 168,5 სანტიმეტრი იყო, ქალბატონთა სიმაღლე კი 157,8 სანტიმეტრს აღწევდა.

მეცნიერთა აზრით, ასეთი შედეგი იმ ფაქტს უკავშირდება, რომ მილანში ცხოვრების პირობები ბევრად უკეთესია, ვიდრე იტალიის სხვა რეგიონებში. მილანი წლების განმავლობაში საკვები რესურსებით იყო მდიდარი, ქალაქის კედლები კი ადგილობრივებს გარე თავდასხმებისგან იცავდნენ.

საინტერესო კვლევა Scientific Reports-მა გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
115
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
115
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული