საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხვალ საკუთარ სასამართლო პროცესზე მივა და მოისმენს ბრალდებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:0 საათზეა ჩანიშნული.
[related_news id=”639456″ align=”left”]
როგორც მესამე პრეზიდენტის ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, სააკაშვილი პროცესს დაესწრება. პარალელურად კი სასამართლოს ეზოში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციაა დაანონსებული.
ხვალინდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, პროკურატურა სასამართლოში რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. ამ საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.