მეტროსადგურ “რუსთაველზე” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩალიგავა დააკავა, რომელიც მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ ჩალიგავა ვაშლიჯვრის სასაფლაოსთან დააკავა.
[related_news id=”211256″ align=”left”]
გუშინ, გვიან ღამით მეტროსადგურ „რუსთაველში“ ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს „საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ. მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
[related_news id=”211121″ align=”right”]
მომხდარს ჟურნალისტიც შეესწრო, რომელმაც თავდასხმის ფაქტის შესახებ დეტალები სოციალურ ქსელში დაწერა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება ხულიგონობისა და რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის მუხლებით დაიწყო.