Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
99

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლეო მესიმ ფიფას ვერსიით 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო.
არგენტინელი მეგოლე დააჯილდოვეს The Best FIFA Football Awards ცერემონიაზე, რომელიც მილანის ცნობილ თეატრ „ლა სკალაში“ გაიმართა. მან აჯობა „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს და „ლივერპულის“ მცველ ვირხილ ვან დეიკს.

ათეულში ასევე შევიდნენ ედენ აზარი (ჩელსი/რეალი), ფრენკი დე იონგი (აიაქსი/ბარსელონა), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მატიის დე ლიხტი (აიაქსი/იუვენტუსი), სადიო მანე და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) და კილიან მბაპე (პსჟ).

ასევე გამოავლინეს საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში.
საუკეთესო მეკარე გახდა ალისონი (ლივერპული). საუკეთესო მწვრთნელი იურგენ კლოპი (ლივერპული). ქალთა შორის საუკეთესო მეკარე ჰოლანდიელი სარი ვან ვენენდალი (არსენალი/ატლეტიკო). საუკეთესო ქალთა მწვრთნელი ჯილ ელისი (აშშ-ს ნაკრები). საუკეთესო ქალი ფეხბურთელი მეგან რაპინო „რეინიდან“.[related_news id=”248929″ align=”right”]

ფიფა საუკეთესოებს 1991 წლიდან ასახელებს.
2010-დან 2015 წლამდე France Football-თან ერთად „ოქროს ბურთს“ გადასცემდა, 2016-დან კი საკუთარ პრიზს დაუბრუნდა.

ლიონელ მესი 2019 წლამდე წლის ფეხბურთელად 5-ჯერ დაასახელეს. რონალდოსაც 5 ასეთი ჯილდო ქონდა. ასე რომ, მესიმ პორტუგალიელს გადაასწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა: ვინ მოიგო სხვა ნომინაციები

99
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
99
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული