Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
214

თბილისის „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ 2-6 ნოემბერს არის ჩანიშნული. უკვე ცნობილია რომელი ქართველი დიზაინერები მიიღებენ მონაწილეობას და წარადგენენ საკუთარ კოლექციებს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის.

2 ნოემბერს მოდის კვირეულს ავთანდილი გახსნის, 16:00 საათზე, ამ დღის მნიშვნელოვან კოლექციებს შორისაა ანუკა ქებურიას (18:00), სალომე ღვინიაშვილის (19:00) და დათუნა სულიკაშვილის (21:00) ჩვენებები.

3 ნოემბერს უცხოელი ბაიერებისა და მოდის კრიტიკოსების, ასევე საერთაშორისო პრესის წარმომაგენლების წინაშე წარდგება 11 მოდის სახლი, მათ შორის დოლა დამიანი (13:00), დიანა კვარიანი (15:00), ლალო (18:00), Situationist (21:00).

4 ნოემბრის კალენდარი შემდეგნაირია: თამუნა ინგოროყვა (14:00), ალექსანდრე არუთინოვი (17:00), ჯაბა დიასამიძე (21:00).

5 და 6 ნოემბერს პოდიუმზე შესაფასებლად საკუთარ ნამუშევრებს ასევე გამოიტანენ ანუკი არეშიძე, გიორგი ქებურია, „ატელიე კიკალა“, გიორგი შაღაშვილი, „ბლიკვანგერი“.

მოდის კვირეულის ზუსტი განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულმა მოდის კვირეულმა უამრავ ქართველ დიზაინერს გაუხსნა გზა. კოლექციები „ვოგის“ ყურადღების ცენტრში ხვდება, საიდანაც მას ცნობილი უცხოელი ვარსკვლავების სტილისტები ნახულობენ და ქართველი დიზაინერების ნამუშევრები უკვე მოირგეს ლედი გაგამ, ანჯელინა ჯილომ და სხვა პოპულარულმა სახეებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ თბილისში 2-6 ნოემბერს გაიმართება

214
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
214
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული