Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
96

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ, – ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაახმაურა. მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები არიან ადამიანები და ღვაწლმოსილი გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად.

„გუშინ იყო 9 მაისი, გამარჯვების დღე და გვქონდა შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან. ძალიან ამაღელვებელი და ემოციურად დატვირთული დღე იყო. ეს ადამიანები რა თქმა უნდა, იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივცემას და არიან განსაკუთრებული ადამიანები, უკვე ძალიან ხანდაზმულები, არიან ძალიან მეომრული შემართებით. გუშინ პრაქტიკულად მთელი დღე გავატარე მათთან. მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი ძირითადად ეკონომიკურ ბლოკთან და მინდა გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ნამდვილად გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ ჩვენი სახლემწიფოსი. ეს იქნება მათდამი მადლიერების მცირედი გამოხატულება,“ – განაცხადა პრემიერმა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ

96
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
96
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული