Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
52

“ნიკა მელიას გათავისუფლებით, მიღწეულია 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი,” – წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციუალურ ქსელ “ტვიტერში” და აღნიშნავს, რომ ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ყურადღება სხვა საკითხებზეც გამახვილდეს.

ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

როგორც კრამონი “ტვიტში” აღნიშნავს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხები და მათზე მუშაობა ახლა მხარეებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს:

“ნიკა მელიას გამოშვებით მიღწეული იქნა 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყურადღების გამახვილებას სხვა საკითხებზე, რომლებიც მოითხოვს მხარეებს შორის თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს უფრო სამართლიან და გამჭვირვალე პარლამენტს საქართველოში. მოვუწოდებთ ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს, შეთანხმებას შეუერთდნენ.” – წერს კრამონი.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

მისი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, 40 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მელიას გათავისუფლებით, მიღწეულია შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი: ვიოლა ფონ კრამონი

52
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
52
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული