Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
145

“ჩაკეტილი და წყნარი ბავშვი იყო, მეგობრები არ ჰყავს. სულ მარტო იყო, სულ სახლში,” – ყვება “ფორტუნასთან” ბავშვის დედა და ამბობს, რომ გოგონა ღამით დაიკარგა, პოლიციას კი მაშინვე მიმართეს.

მშობლებმა ბავშვის გაუჩინარებისთანავე დაიწყეს მისი ძებნა, თუმცა უშედეგოდ. ბავშვის დაკარგვას კი ვერაფერს უკავშირებენ.

“მაღაზიაში შევიდა მისი და. ამან უთხრა მე მრცხვენია შემოსვლაო, ვერ შემოვალ და ქუჩის თავში დაგელოდებიო. მაღაზიიდან გამოსულს და აღარ დახვდა და მოირბინა ჩემთან, ნინიკო დაიკარგაო. მე ეგრევე გავირბინე, ყველგან მოვძებნე ახლოს და არსად არ იყო. გარშემო არავის დაუნახავს, ღამე მოხდა შემთხვევა,” – ყვება დაკარგულის დედა “ფორტუნასთან”.

ის ასევე იხსენებს, რომ ერთხელ გოგონამ 2 საათით დააგვიანა სახლში. ოჯახმა მაშინაც პოლიციას მიმართა, თუმცა ბავშვი სახლში თვითონ დაბრუნდა. [related_news id=”136952″ align=”left”]

“ერთხელ ქალაქში იყო ბავშვი, 2 საათით დააგვიანა, კაფეში ვიჯექითო და მამამისმა ეგრევე პოლიციაში დარეკა, მაგრამ 2 საათის შემდეგ თვითონვე დაბრუნდა. ასე, ამდენი ხნით არასდროს წასულა სახლიდან,” – გვიყვება ბავშვის დედა.

შეგახსენებთ, ოჯახი 14 წლის ნინოს ოთხი დღეა ეძებს. პოლიცია მის ძებნაში 2 დღეა ჩართულია. როგორც შსს-მ “ფორტუნას” განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით სამძებრო ჯგუფია შექმნილი.

მშობლების ნებართვით, “ფორტუნა” ავრცელებს გოგონას ფოტოებსაც. ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, რომ თუ ბავშვს სადმე ნახავენ, შეატყობინონ ნომერზე: 599428826

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მეგობრები არ ჰყავდა, ჩაკეტილი ბავშვი იყო – რას ყვება დედა მოზარდზე, რომელიც 4 დღეა დაკარგულია

145
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
145
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული