Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
170

52 ადგილი, სადაც 2023 წელს უნდა იმოგზაურო – ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა New York Times სტატიას აქვეყნებს. ჩამონათვალში 23-ე ადგილზე კახეთი მოხვდა.

„ახალი ნელსურნელება და მეღვინეობის უძველესი ტრადიციები მთის წვერებზე შეფენილ სოფლებსა და მწვანე ველებზე” – წერს New York Times კახეთის შესახებ.

როგორც ფოტოს აღწერაში საუბარია მთაგორიანი საქართველოს ღვინის წარმოების 8000 წლიანი ტრადიციაზე.

“ქართული ღვინის ექსპორტმა აშშ-ში ერთ მილიონ ბოთლს გადააჭარბა და ყოველწლიურად თითქმის 29 პროცენტით იზრდება, Wine Enthusiast-ის თანახმად.

ღვინის მოყვარულებს კახეთში აქვთ შესაძლებლობა ვაზისუბნისა და კარდანახის მამულებში ჰქონდეთ დეგუსტაცია, აღმოაჩინონ ახალი ღვინოები კავკასიონის მიერ მოქცეული პაწაწინა ქალაქებისა და მწვანე ხეობების ლანდშაფტში. ბევრი ღვინო მზადდება ქვევრის ტრადიციულ წვეტიანი თიხის ჭურჭელში, რომლებიც მიწაშია ჩაფლული.

გამოცდილების დასამატებლად, ადგილობრივმა მზარეულებმა დაიწყეს კულინარიის გაკვეთილების შეთავაზება, სადაც გასტრონომებს შეუძლიათ ისწავლონ ხინკლის სახელწოდებით ცნობილი ხორციანი დემპლინების და სხვა კერძების დამზადება, რასაც ჟურნალმა Saveur-მა უწოდა “ევროპის შესანიშნავი უცვლელი სამზარეულო”, – წერია New York Times-ის სტატიაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

“მეღვინეობის უძველესი ტრადიციები მთის წვერებზე შეფენილ სოფლებსა და მწვანე ველებზე” – New York Times კახეთის შესახებ

170
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
170
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული