Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
116

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბოტკოველი ეხმაურება და აცხადებს, რომ „მედვედევის განცხადება მოტივაციის მიმცემია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ უფრო მეტი და კარგი რუსული განცხადებები გააკეთონ“.

მისივე თქმით, მედვედევის განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ ტონში, ერთი მოტივაციით საუბარი რუსული ოცნების და კრემლის საერთო მიზანია.

„ფაქტობრივად, ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გადასცენ რუსეთს და მისი გუბერნია გახადონ. მედვედევის განცხადება არა შეთანხმებული, არამედ მოტივაციის მიმცემია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ უფრო მეტი და კარგი რუსული განცხადებები გააკეთონ. მედვედევი ჩვეულებრივი პუტინის წარმომადგენელია, მაგრამ შესაძლოა, ივანიშვილი პუტინის უფრო მეტად წარმომადგენელია დღეს, ვიდრე მედვედევი.

ისინი შეხმატკბილებულად იმეორებენ იმ მესიჯებს, რაც კრემლში იწერება. პროევროპული პრეზიდენტი რატომ შეიძლება მოეწონოს მედვედევს? მათი მიზანია აგრესია, ის, რომ ყველა ტერიტორია მიიტაცოს, რომელიც მიაჩნიათ, რომ მათ მფლობელობაში უნდა იყოს. დღეს 20% მიტაცებული აქვს რუსეთს. ნებისმიერი განცხადება, პრეზიდენტის, თუ ევროპის მხარდაჭერის, რა თქმა უნდა მიუღებელია.

მედვედევის განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ ტონში, ერთი მოტივაციით საუბარი რუსული ოცნების და კრემლის საერთო მიზანია. ხელისუფლება ორკესტრირებულად აკეთებს იმას, რა მიზანიც პუტინს აქვს“,- აღნიშნა ბოტკოველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„მედვედევის განცხადება მოტივაციის მიმცემია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ უფრო მეტი და კარგი რუსული განცხადებები გააკეთონ“ – გიორგი ბოტკოველი

116
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
116
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული