Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
56

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის წევრები მუზეუმის ადმინისტრაციასთან კოლექტიურ მოლაპარაკებებს იწყებენ და 8 მოთხოვნას აყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული მუზეუმიდან 21 მაისს გათავისუფლებულმა მეცნიერებმა ეს მოთხოვნები 3 ივნისს, მუზეუმის წინ გამართულ აქციაზეც გააჟღერეს.

პროფესიული კავშირის მოთხოვნები ასეთია:

  • მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი შემუშავდეს სამეცნიერო საბჭოსთან, კურატორებთან, კოლექციების დაცვა აღრიცხვისა და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან ერთად;
  • გამოფენებისა და საგამოფენო სივრცეებში, ცვლილებების შეტანის წესი შემუშავდეს სამეცნიერო საბჭოსთან, გამოფენის კონცეფციის ავტორებთან, კურატორებთან, დაცვა აღრიცხვის დეპარტამენტთან, რესტავრატორებთან და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან;
  • მუზეუმის ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზარდოს 100 % -ით;
  • პროფესიულ კავშირთან გაფორმდეს შრომის კოლექტიური ხელშეკრულება;
  • დასაქმებულებს მიეწოდოთ რეორგანიზაციის შესახებ სრული ინფორმაცია;
  • მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული ყველა თანამშრომელი აღდგეს პირვანდელ ან ტოლფას პოზიციებზე;
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებული სამეცნიერო საბჭოს დაკომპლექტების წესი მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან;
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა მიერ სამეცნიერო პროექტების და საქმიანობის მართვის წესი შემუშავდეს სამეცნიერო საბჭოსთან, კურატორებთან, ფინანსური სამსახურის, კოლექციების დაცვა აღრიცხვისა და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, წესი უნდა ეფუძნებოდეს კვლევის თავისუფლებისა და კვლევით საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპებს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი მუზეუმის ადმინისტრაციას 8 მოთხოვნას უყენებს

56
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
56
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული