Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
158

„ოპოზიციამ და მისმა მედია საშუალებებმა საზოგადოების ნაწილი დაარწმუნეს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იყო რუსული. ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, ამ კანონპროექტმა ფაქტობრივად მოიტანა იმაზე დიდი  შედეგი ვიდრე ამოქმედების შემდეგ მოხდებოდა. მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვაკეთებდი ქართულ საქმეს. მე ერთი პარლამენტის წევრი, რიმა ბერაძე არავითარ შემთხვევაში რუსულ კანონს მხარს არ დავუჭერდი“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“  წევრმა.

რიმა ბერაძემ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა რომ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოგდებას და დაწვას გმობს.

„ვგმობ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. ევროკავშირის დროშის განადგურებას. ეს არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ეს არის რადიკალიზმის ბინძური და მახინჯი გამოვლინება. კარგია რომ დროშა დაბრუნდა თავის ადგილზე“ – განაცხადა რიმა ბერაძემ გადაცემაში „დღის თემა“.

კითხვაზე რატომ ვერ აღკვეთეს სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედება „ქართული ოცნების“ წევრმა ასე უპასუხა:

„მე არ მიყურებია იმ კონკრეტული მომენტისთვის, მაგრამ პოლიცია მაქსიმუმს გააკეთებს და დროულად მოახდენს რეაგირებას.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„მე, პარლამენტის ერთი წევრი, რიმა ბერაძე არავითარ შემთხვევაში რუსულ კანონს მხარს არ დავუჭერდი“ – რიმა ბერაძე

158
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
158
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული