„იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა, მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განმარტავს და აცხადებს, რომ ის საუბრობდა პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე.
სააკაშვილი საკუთარ განცხადებას განმარტავს და აცხადებს, რომ ის საუბრობდა პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე.
„იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა.
უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქში.