ურთიერთშელაპარაკება თბილისში და ყელის არეში დაჭრილი უცხოელი – სიტყვიერი შელაპარაკება მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოქალაქემ არაბი კაცი დაჭრა, რომელიც მალევე ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
მას ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული და შესაბამისი სამედიცინო პროცედურების შემდეგ, უცხოელი საავადმყოფოდან გაწერეს. [related_news id=”52472″ align=”left”]
რადიო “ფორტუნა” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე უკვე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.