Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
135

ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, – ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დირექტორმა, დომინიკ სტილჰარტმა განაცხადა.

„ჩვენ ვსაუბრობდით ორივე მხარესთან დღეების განმავლობაში, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დეტალების დაზუსტებისას პრობლემად რჩება მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბილი ქალაქებიდან გასვლის უფლება“, – განაცხადა სტილჰარტმა.

მან აღნიშნა, რომ გამოწვევაა ორი მხარეს შორის შეთანხმების მიღწევა, რომელიც იქნება „კონკრეტული, ქმედითუნარიანი და ზუსტი“. მისი თქმით, წითელი ჯვრის ზოგიერთი თანამშრომელი ცდილობდა კვირას მარიუპოლიდან შეთანხმებული მარშრუტით გასულიყო, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ „მითითებული გზა რეალურად დანაღმული იყო“.

„ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ორ მხარეს ჰქონდეს ზუსტი შეთანხმება, რათა შემდეგ შევძლოთ ამის ხელშეწყობა ადგილზე“, – განაცხადა ოპერაციების დირექტორმა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მარიუპოლიდან საევაკუაციო მარშრუტი დანაღმულია: წითელი ჯვარი

135
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
135
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული