Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
110

დღეს კოლონამ, რომელსაც წითელი ჯვრის კომიტეტი ხელმძღვანელობდა, ალყაში მოქცეული მარიუპოლის 500-მდე მაცხოვრებელი ზაპოროჟიეში მშვიდობიანად გადაიყვანა.

ინფორმაციას წითელი ჯვრის კომიტეტი ავრცელებს. 

ორგანიზაციის განცხადებით, მოსახლეობა ავტობუსებითა და კერძო მანქანებით მას შემდეგ გაიყვანეს, რაც მათ თავად დააღწიეს თავი ალყაში მოქცეულ ქალაქს და საზღვრამდე მისვლა შეძლეს.

“ამ კოლონის ჩასვლა ზაპოროჟიეში უზარმაზარი შვებაა ასობით ადამიანისთვის, რომლებიც უსაზღვროდ დაზარალდნენ, ახლა ისინი უფრო უსაფრთხო ადგილას არიან, თუმცა, ცხადია, რომ მარიუპოლში ჩარჩენილი კიდევ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე საჭიროებს დროულ გამოყვანას და დახმარებას”, – განაცხადა წითელი ჯვრის კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა უკრაინაში პასკალ ჰუნდტმა.

შეგახსენებთ, მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობა უკვე რამდენჯერმე გადაიდო.

მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობა გადაიდო: წითელი ჯვარი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მარიუპოლიდან 500-ზე მეტი ადამიანი ზაპოროჟიეში, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი: წითელი ჯვარი

110
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული