Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
79

„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საფრანგეთის პარლამენტის დათხოვნასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რათა ქვეყანა იმ კრიზისიდან გამოვიდეს, რომელიც საწვავის ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციებს მოყვა. ამის შესახებ მარინ ლე პენმა ტელეარხ France 3-ის ეთერში განაცხადა.

„მივიჩნევ, რომ საჭიროა პროპორციული სისტემის უზრუნველყოფა, პარლამენტის დათხოვნა და პროპორციული სისტემით ახალი არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.

მისივე თქმით, არსებული პრობლემა იმით არის გამოწვეული, რომ რიგითი ფრანგები არასაკმარისად არიან წარმოდგენილნი ქვეყნის პარლამენტში.

მარინ ლე პენმა ასევე მოუწოდა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ოპოზიციის ლიდერებთან გამართოს შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში 17 ნოემბრიდან მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, რომლის ფარგლებში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წევრები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ. გასულ შაბათს პარიზში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადგილი ჰქონდა პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებს. შედეგად, 133 ადამიანი დაშავდა, აქედან 23 პოლიციელი, დაკავებული იყო 412 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მარინ ლე პენი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს

79
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
79
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული