„ფორმულაზე“ ნიკა გვარამიაზე საუბრისას ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა, მარიამ გეგუჩაძემ აღნიშნა, რომ არ ღირს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ შესაძლებლობების დაუფასებლობა:
„ცოტა ხნის წინ ვიღაცას ვეკამათებოდი „ფეისბუქზე“ ნიკა გვარამიას დაჭერაზე, მეუბნება, ახლა თუ დააშავაო. თავიდან მომყავდა სერიოზული არგუმენტები, მაგალითად, როცა მამუკა ბახტაძე საქართველოს რკინიგზის მმართველი იყო, რამდენიმე მილიონით აზარალა… შემდეგ მივხვდი, რომ კომუნიკაცია გადავიდა იმაზე, რომ ნიკა გვარამია ბილწსიტყვაობს და ამით ადამიანებს აღიზიანებს. ბევრმა მითხრა, რა ვქნათ ახლა, სულელები არიან „ქოცები“ და სხვანაირად ვერ გააკეთესო. დღემდე ვიღაცებს სჯერათ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ბიძინა ივანიშვილი უუნაროები არიან, რაც არის ყველაზე დიდი მითი, ჩემი აზრით. ყველაზე ჭკვიანურად მანიპულირებს ჩვენით, ჩვენი ემოციებით. კარტოგრაფების საქმეზე იყო ურაპატრიოტიზმი, ახლა ომის შიში. 2012 წელს ადამიანებს დააჯერეს, რომ ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილ სურვილს ბიძინა ივანიშვილი აასრულებდა. ნებისმიერ ეტაპზე მანიპულირებენ იდეალურად ამ ჩვენი ემოციებით, თუნდაც, როცა ირაკლი კობახიძე გამოდის და ყოველ მესამე სიტყვაში გვახსენებს, რომ ნიკა გვარამია ბილწსიტყვაობს – აქაც ცდილობს, გაგახსენდეს ნიკა გვარამიას რომელიემ გამოსვლა, რომელიც არ მოგეწონა და გაღიზიანდეს. უნდა გავაანალიზებთ, რა დონეზე არიან ჩვენს ფსიქიკაში შემოსულები, მნიშვნელოვანია საინფორმაციო ველის გარღვევა, სადაც სინამდვილეში დეზინფორმაციის მესიჯები ჩემამდეც მოსულია… აპოლიტიკურობა კარგი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ არ გადარდებს და არ იღებ პასუხისმგებლობას, როგორ იცხოვრებ. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩავერთვებით ამ ყველაფერში ყოველდღიურად, უფრო ნაკლები რესურსი ექნება ჩვენთან ბრძოლისთვის…“
კიევის ცენტრში შემხვდა ეს მემორიალი – ყველა ქართველი დაღუპული გმირის სახელი უწერიათ: მარიამ გეგუჩაძე
„ამ ფრაზით მხვდება ყველა ვისაც ვეუბნები, რომ ქართველი ვარ“ – რას წერს უკრაინში მყოფი მარიამ გეგუჩაძე
მარიამ გეგუჩაძე: „უსაყვარლესი ბებო. სახლი დაუბომბეს, მის ქუჩაზე თითქმის არაფერი დატოვეს მთელი…“