რადიო ,,არ დაიდარდოს’’ რუბრიკას ,,მხიარული დილა’’ მომღერალი მამუკა ონაშვილი სტუმრობდა. მის მიერ შესრულებული სიმღერები მუდამ აქტუალური და მოთხოვნადია.
მამუკა ონაშვილი: ბუ ვარ, ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ და სადღაც 11 საათზე ვიღვიძებ. შემდეგ, აუცილებელია თურქული ყავა მივირთვა.
დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, შენელდა შემოქმედებითი აქტიურობა. თუმცა, აღმომაჩნდა ხატვის ნიჭი და ამით ვიმშვიდებ ნერვებს. მინდა, რომ მშვიდობიანი და უპანდემიო ახალი წელი გვქონდეს. იქნებ ახლა მაინც მოგვეცეს ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა. რვა-ცხრა ღონისძიებაზე ვასწრებდით მუშაობას, დღეს რა იქნება არ ვიცი.
ხატვის ნიჭი როდის აღმოაჩინეთ?
ბავშვობაში ვხატავდი. მას შემდეგ არც ფანქარი და არც ფუნჯი არ ამიღია ხელში. რაც შეჩერდა შემოქმედებითი აქტიურობა, ავიღე ფანქარი და რატომღაც მომინდა ხატვა. ვიყიდე ყველაფერი რაც საჭიროა, დავხატე და ვეღა ვჩერდები. ნამუშევრები ჩემ პირად ფეისბუქ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ფოტოები