Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
31

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართა.

ოფიციალურ მიღებაზე პრემიერი პრეზიდენტ სი ძინპინთან ერთად ასევე შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ კრისტინ ლაგარდსა და ლიეტუვას პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს.

„ჩვენი მიზანია საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ეფექტური ინტეგრაცია და რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბება. ჩინეთის ბაზარი კი არის უდიდესი პლატფორმა ჩვენი მეწარმეებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, განავითარონ თავიანთი ბიზნესი და, რაც მთავარია, დაასაქმონ ჩვენი მოქალაქეები. ვხსნით ქართულ პავილიონს, რომელიც დაგვეხმარება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის საქმეში. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ექსპორტი!“ – წერს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში 50-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მამუკა ბახტაძე ჩინეთის პრეზიდენტის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

31
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
31
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული