Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
228

ბოლნისში ცოლის მკვლელობისა და არასრულწლოვანი შვილის დაჭრის საქმეზე ბრალდებული იოანე კაზაიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

როგორც ცნობილია, მან მომხდარის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ერთ-ერთი ექიმის განცხადებით, დაჭრილი მოზარდი უკვე სახლშია გაწერილი, მას ჭრილობა ბარძაყის ზედაპირზე ჰქონდა, თუმცა, ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია.

[related_news id=”923747″ align=”left”]

„მამაკაცი, 26 სექტემბერს, დილით, 04:29 საათზე, უმძიმეს მდგომარეობაში – მრავლობითი ჭრილობებით, ტრავმულ-ჰემორაგიული შოკით შემოიყვანეს.

შემავალი ჭრილობა ჰქონდა გულმკერდისა და მუცლის ღრუში, ასევე ყელის არეში. ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და მკურნალობას გადის“. – განაცხადა ექიმმა.

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი საზღვარგარეთ წასვლას უკავშირდებოდა. ადგილობრივების ცნობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ წასვლა მოკლულ ქალს სურდა, ქმარი კი, რუსეთიდან საქართველოში ახალი ჩამოსული იყო.

ამასთან, არასრულწლოვანი გოგონა მშობლების გაშველების დროს დაიჭრა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში მოწმეების გამოკითხვა, მათ შორის, მოკლულის არასრულწლოვანი შვილთან მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 118-ე მუხლითაც, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ბოლნისში ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა, კრიტიკულია

228
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
228
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული