Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
109

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც სახელმწიფო მდივნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის თაობაზე იუწყება.

„მდივანმა პომპეომ და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებისა და დემოკრატიაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების როლის მნიშვნელობა. მდივანმა მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს აქტიური ზომების მიღება „კოვიდ-19“ პანდემიის დასამარცხებლად და კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. მდივანმა პომპეომ ასევე განაცხადა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის შესახებ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული ოკუპაციის წინაშე“, – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

 

მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვია,აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტი გუშინ დაასრულა და ისრაელში გაემგზავრა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მაიკ პომპეოს მთავარი გზავნილები – რა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტი

109
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
109
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული