ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატსა და ზაზა სარალიძეს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.
როგორც ადვოკატი, ზურაბ თოდუა ამბობს, სარალიძემ პროცესის დაწყებამდე, სასამართლოს ეზოში მიმართა და გააფრთხილა, ჭკვიანად ყოფილიყო. თოდუა აცხადებს, რომ სარალიძის განცხადებებზე პროკურატურის მხრიდან სათანადო რეაგირებაა საჭირო.
[related_news id=”243731″ align=”right”]
„მაფრთხილებს, რომ ჭკვიანად ვიყო. ასეთივე გაფრთხილება მან 27 ნოემბერს გააკეთა სასამართლო პროცესზე… უდავო გარემოებად არის მიჩნეული, რომ კონფლიქტი, რომელიც დაიწყო 51-ე სკოლის საპირფარეშოში, ერთ-ერთი მოსწავლის ძალისხმევით ამოიწურა. ამის შემდეგ წარმოშობილ კონფლიქტზე გაგონება არავის არ უნდა, არადა საქმისათვის მნიშვნელოვანია. არ არის გამორიცხული, მისი გაღიზიანება ამით იყოს გამოწვეული და მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით უკმაყოფილოა და მიაჩნია, რომ ეს ჩვენი ზემოქმედების შედეგად არის განხორციელებული”, – განაცხადა თოდუამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც სამი მოწმე დაიკითხა.