Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
146

„შეერთებული შტატები უნდა მოემზადოს კორონავირუსის ახალი ტალღისთვის. ორ ან სამ კვირაში დავინახავთ შედეგს“, – ასეთია აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის უახლესი პროგნოზი.

მეცნიერმა ამის შესახებ გუშინ ისაუბრა, მიზეზად კი მადლიერების დღესასწაული და მასთან დაკავშირებული მიგრაცია დაასახელა.

მართალია, პანდემიამ შეერთებული შტატები ყველაზე მეტად დააზარალა და სიკვდილიანობით ის პირველ ადგილზეა, თუმცა, ხშირად აღნიშვნა, რომ მოგზაურობა და მასშტაბური შეკრებები პირდაპირ უკავშირდება ვირუსის გავრცელებას, მოსახლეობამ ცოტა ხნით დაივიწყა, თითქმის ერთი კვირით.

სწორედ ამის საფუძველზე, ჯანდაცვის ექსპერტები უკვე აკეთებენ საგანგაშო პროგნოზებს და მიიჩნევენ, რომ ახალი ტალღა გარდაუვალია.

ფიქრობენ, რომ შემთხვევები შესაძლოა ორჯერ, სამჯერ ან ათჯერ გაიზარდოს.

ფაუჩის თქმით, მაჩვენებლის საგანგაშო ზრდა რეალობაა და კიდევ უფრო შემაშფოთებელი იქნება საშობაოდ, რადგან ეს ტენდენცია გაგრძელდება და საშობაო არდადეგები კიდევ უფრო მეტ შეკრებას და ოჯახურ მოგზაურობებს გამოიწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მადლიერების დღესასწაული და პანდემიის ახალი ტალღა: ფაუჩის პროგნოზები

146
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
146
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული