Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
370

იერუსალიმის ტაძარში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, წმინდა ცეცხლი ტრადიციულად 33 სანთელით გამოიტანა ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებთან.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა და თბილისის დროით, დაახლოებით, 15:18 საათზე საფლავი დაიხურა. მანამდე საფლავის გარშემო იერუსალიმის პატრიარქმა და სასულიერო პირებმა სამჯერ ლიტანიობით შემოიარეს.

ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:22 საათზე გადმოვიდა.

მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.

წმინდა ცეცხლს პირველად ბეთლემში ჩაიტანენ, შემდეგ კი ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში გაავრცელებენ. საქართველოში დღეს, ცეცხლს ჩარტერული რეისით, 23:30 წუთზე ჩამოიტანენ.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლა ხდება იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ყოველ წლიწადს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეს, შაბათს. მართლმადიდებელთა უდიდეს ნაწილს სწამს, რომ ცეცხლი წმინდაა და ლოცვის შედეგად ჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

370
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
370
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული