„ნაციონალური მოძრაობა“ ისე დაიშალა, რომ მას ელიავაზე თუ ჩაიბარებენ და სააკაშვილს მისსავე დაფუძნებული პარტიისთვის თანხებს ნაწილ-ნაწილ მისცემენ“, –ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ირაკლი კობახიძე: ისეთი დაშლილია უკვე „ნაციონალური მოძრაობა“, რომ შეიძლება ელიავაზეც არ ჩაიბარონ
როგორც მანვე აღნიშნა, „ვხედავთ, რომ პატიმარი სააკაშვილი რეალობაში ვერ ცხოვრობს და რაღაც ილუზიები აქვს“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უკვე დაშლილია.
[related_news id=”941445″ align=”left”]
„პატიმარი სააკაშვილი რეალობაში ვერ ცხოვრობს და რაღაც ილუზიები აქვს. ახლა „ვარდების რევოლუცია“ გაახსენდა, მანამდე ქართულ პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა, სულ მანამდე თავის თავს მხოლოდ უკრაინაში ხედავდა.
შემდეგ პოზიცია შეცვალა და ისევ რადიკალიზმს დაუბრუნდა. ამ მანიფეტსაც ისეთივე ბედი აქვს, როგორიც იმ წინაპირობებს ჰქონდა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაზე წამოაყენა“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.