შველი, რომელიც მდინარეში ჩავარდა და ვეღარ ამოდიოდა, მაჭახელას ეროვნული პარკის რეინჯერებმა გადაარჩინეს. ეროვნული პარკის “ფეისბუქგვერდზე” წერია, რომ მდინარეში ჩავარდნილი შველი ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შეამჩნია და დასახმარებლად პარკის თანამშრომლებს მიმართა. [related_news id=”54569″ align=”left”]
როგორც ცნობილია, შველი ველურ ბუნებაში გაუშვეს.
“მდინარეში ჩავარდნილი შველი ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა და დასახმარებლად რეინჯერებს მიმართა. შველის დათვალიერების შემდგომ მას არანაირი დაზიანება არ აღმოაჩნდა და შესაბამისად, მისი ბუნებაში გაშვების გადაწვეტილება მიიღეს“ , – ნათქვამია მაჭახელას ეროვნული პარკის ინფორმაციაში.