Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
74

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 120 000 ევროს ღირებულების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებს.

აღნიშნული მხარდაჭერა მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის ეფექტიანობის და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ასევე, შრომითი მოტივაციის ამაღლებას, მათ შორის, სახელფასო დანამატების გაცემას ითვალისწინებს.

კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან 2013 წლიდან თანამშრომლობს და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მუშაობის მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში.

შეგახსენებთ, მაჭახელას ეროვნული პარკი 2012 წელს, ქალაქ ბათუმიდან 30 კმ-ის დაშორებით შეიქმნა. პარკის შექმნის მიზანს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა წარმოადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მაჭახელას ეროვნული პარკი საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს

74
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
74
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული