Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
83

ლონდონში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტზე მყოფ ინდოეთის დელეგაციის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, კორონავირუსის დადასტურებაამდე დელეგაციის წევრებს შორის შეხვედრებზე დაცული იყო სოციალური დისტანცია, შესაბამისად მათთან კონტაქტში მყოფი პირების იზოლაციაში გადაყვანის საჭიროებას ვერ ხედავენ.

რაც შეეხება ინდოელ დიპლომატებს, ისინი იზოლაციაში გადაიყვანეს.

“გარდიანის” ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ჩასულ ინდოელ დიპლომატებს გამონაკლისის სახით კარანტინის რეჟიმის გავლა არ მოუხდათ, თუმცა ისინი კორონავირუსზე ტესტს ყოველდღიურ რეჟიმში იტარებდნენ.

ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის და აშშ-ის წამყვანი დიპლომატები ლონდონში სამი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების ბოლოს COVID-19-ის პანდემიაზეც იმსჯელებენ. დიდი შვიდეულის მინისტრები ვაქცინების განაწილების მოთხოვნით ღარიბი ქვეყნებისთვის იმუნიზაციის საკითხებსაც განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ლონდონში დიდი შვიდეულის სამიტზე მყოფ ინდოეთის დელეგაციის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

83
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
83
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული