Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
89

ლიტვა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის ევროკავშირში განხილვას მოითხოვს. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახის გამოხატულებაა.

„ვგმობ საქართველოს მოქალაქეების დევნას და მოვითხოვ ადგილზე შეიქმნას ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. მე ამ საკითხს ხვალ წამოვაყენებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე“, – დაწერა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ლიტვა ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის ევროკავშირში განხილვას მოითხოვს

89
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
89
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული