Lil Nas X ყოველკვირეული ამერიკული ჟურნალის – Time ახალი ნომრის სტუმარია. გამოცემასთან ინტერვიუში, 20 წლის ამერიკელმა რეპერმა თავისი ჰიტის – Old Town Road წარმოუდგენელ წარმატებასა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ღიად განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
[related_news id=”228394″ align=”left”]
[related_news id=”216632″ align=”left”]
ცნობისთვის, ბილი რეი საირუსის რემიქსის სახით გამოცემული Lil Nas X-ის Old Town Road, უკვე მე-19 კვირაა ,,ბილბორდის ცხელ ასეულს” ლიდერობს. ამ მაჩვენებლით, ჩარტის 60 წლიან ისტორიაში სიმღერა პირველი სინგლია, რომელმაც ყველა დროის რეკორდი მოხსნა და რეიტინგის წამყვანი პოზიცია ყველაზე დიდხანს დაიკავა.