Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
108

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა, რომელმაც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას, სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრულ ვაჭრობას და სხვა მრავალ საკითხს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და საამიროებს შორის ორმხრივი ვაჭრობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება – 2023 წლის 9 თვის მონაცემით, სავაჭრო ბრუნვა 64%-ით, ექსპორტი კი 60%-ით გაიზარდა.

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის, საჰაერო მიმოსვლის, ენერგეტიკის და სხვა სექტორებში.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

108
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
108
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული