Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
26

ლენტეხის მუნიციპალიტეტში შიდა გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 943 000 ლარია.

სამუშაოები, რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს: რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ტვიბის (მდ. მუხურაზე მდებარე), სოფელ ჭელეშისა და სოფელ დურაშის საავტომობილო ხიდებს.

ახალი ხიდი აშენდება სოფელ მამი-ედიყის მიმართულებით. ასევე, ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს დაბა ლენტეხში.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 1700 მოსახლე ცხოვრობს, რამდენიმე ათეული წლის წინ აშენებულ, მწყობრიდან გამოსულ ხიდებს კი დღემდე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უამრავ პრობლემას უქმნიდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებთან და რაიონულ ცენტრთან დაკავშირება, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

პროექტის ფარგლებში, 50-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
26
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
26
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული