Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
704

ლავროვის შვილის სტუმრობა არ შეესაბამება სიმართლეს, – აღნიშნულის შესახებ სასტუმრო „ყვარლის ტბა” განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!

ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.

სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესამება სიმართლეს!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, „მთავარი არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში არიან, მათ შორისაა ლავროვის შვილი, ეკატერინე ლავროვა.

ამავე მედიის ინფორმაციით, „საქართველოში ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. მან ქორწილის გადახდა „ყვარელი რეზორტში” გადაწყვიტა, რის გამოც, 2 დღეა, სასტუმროში რუსების წვეულებისთვის ემზადებიან და ქართველებისთვის დაკეტილია”.

ტელეარხის ცნობით, ექსპერიმენტი ჩაატარეს: ჟურნალისტმა სასტუმროში დარეკა, როგორც ყვავილების მაღაზიის კურიერმა და იკითხა, იყო თუ არა “ყვარლის ტბაში” ადამიანი, სახელით და გვარით ეკატერინა ლავროვა, ვინაიდან მისთვის ყვავილების თაიგული იყო შეკვეთილი.

“მთავარის” ჩანაწერის თანახმად, სასტუმროში უთხრეს, რომ სახელსა და ჩაინიშნავდნენ და დაუკავშირდებოდნენ. შემდგომ ჩანაწერში, რომელიც ეთერში გავიდა, ტელეარხის ცნობით, სასტუმროს წარმომადგენელი კურიერად წარდგენილ ჟურნალისტს ეუბნება:

„…გავარკვიეთ, რომ სწორად მოგაქვთ თაიგული”.

“ნამდვილად თქვენთანაა ხომ სტუმარი?”, – კითხულობს ჟურნალისტი, რასაც ხსენებული პირი პასუხობს:

„კი, კი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„ლავროვის შვილის სტუმრობა არ შეესაბამება სიმართლეს” – სასტუმრო „ყვარლის ტბა” განცხადებას ავრცელებს

704
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
704
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული