Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
69

მსოფლიოს უძლიერეს ძალოსანს – ლაშა ტალახაძეს 2017 წლის საუკეთესო ძალოსანი მამაკაცისთვის განკუთვნილი ჯილდო თბილისში, რუსთაველის თეატრში გამართულ საზეიმო საღამოზე ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა გადასცა.

დაჯილდოვდა გასული წლის საუკეთესო ძალოსანი ქალი, ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელიც კუთვნილი ჯილდოს მისაღებად თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, ქალაქის მერი და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნებს აღიარება მიულოცა და დაჯილდოების ცერემონიის თბილისში ჩატარებისთვის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა ლაშა ტალახაძეს ოჯახის შექმნაც მიულოცა და უსურვა, ახალშექმნილმა ოჯახმა საქართველოს კიდევ არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი შემატოს.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ რეკორდული რაოდენობის – 9 804 ხმა მიიღო, რაც ყველასთვის საამაყოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
69
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
69
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული