Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
122

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზეღდულეთში, სადაც მოქალაქეებმა მიწების გასხვისების გასაპროტესტებლად ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი მივიდა. მისი განცხადებით, უნდა მოძებნოს ისეთი გამოსავალი, რომ არ დაირღვეს მიწის მესაკუთრის უფლება და გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესებიც.

„აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2008 წელს გასხვისდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მიმდინარეობს მედიაციის პროცესი მიწის ამჟამინდელ მფლობელთან, რომელიც გახლავთ კეთილსინდისიერი შემძენი და უნდა გამოიძებნოს ისეთი გამოსავალი, რომ არ დაირღვეს მიწის მფლობელის კანონიერი უფლება და ამავდროულად, გათვალისწინებული იყოს სოფლის მოსახლეობის ინტერესებიც“, – განაცხადა ლადო ხინჩეგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორში მიწების გასხვისებას აპროტესტებდნენ – სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე დააკავეს.

ადგილობრივები სოფლის ცენტრში გასხვისებულ მიწებს აპროტესტებდნენ. მოსახლეობა ხელისუფლებას ჰექტრობით მიწის ფართობის გასხვისებაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საძოვრების გარეშე რჩებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ლადო ხინჩეგაშვილი: უნდა მოიძებნოს ისეთი გამოსავალი, რომ არ დაირღვეს მიწის მესაკუთრის უფლება და გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესებიც

122
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
122
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული