Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
527

ეს უახლესი დასკვნა სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით. ისინი ამტკიცებენ, რომ შოკოლადი მეხსიერების გაუმჯობესებას, კონცენტრაციას, ინფორმაციის უკეთ გადამუშავებას და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ასევე ებრძვის ჭარბწონიანობას და მეორე ჯგუფის დიაბეტს. ამის საშუალებას კი შოკოლადის შემცველობაში არსებული კაკაოს ფხვნილი იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მეტი კონცეტრაცია ფილაში, უკეთესი შედეგის მომტანია. ამ შედეგებამდე კი ადამიანი მას შემდეგ მივა, თუ კვირაში ერთ ფილა შოკოლადს შეჭამს.

მეცნიერები ამ დასკვნამდე იმ ადამიანებზე დაკვირვებით მივიდნენ, ვინც შოკოლადს ხშირად მიირთმევს. აქვე ნათქვამია, რომ შავი შოკოლადი ყველა ზემოთხსენებული თვისების უკეთ გამოვლენაში ეხმარება ადამიანს, ვიდრე რძიანი ან სხვა დანამატის მქონე შოკოლადი. დასკვნა სამხრეთ აფრიკული უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით, რომლებიც ამ კვლევას 30 წლის მანძილზე აწარმოებდნენ. აქვე გამოიკვეთა, რომ შოკოლადის ყოველდღიური მიღება ასაკოვან ადამიანებში ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ გონებრივ ჩამორჩენასა და ალცგეიმერის სინდრომის განვითარებას აფერხებს. უნივერსიტეტის მეცნიერის, ჯორჯ კრატონის თქმით, ამან საზოგადოებაში გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა შექმნას, რადგან შოკოლადის ზედმეტი დოზით მოხმარება ასევე მავნებელია ადამიანისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

კვირაში ერთი ფილა შოკოლადი ნამდვილ სასწაულს ახდენს

527
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
527
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული