„როლინგ სტოუნზი“ კუბაში ისტორიული კონცერტისთვის ემზადება – ლეგენდარული როკ-ჯგუფი უკვე ჰავანაშია. მათ თაყვანისმცემლებისთვის ესპანურენოვანი ვიდეო-გზავნილიც ჩაწერეს.
„ძალიან გვიხარია, რომ თქვენთვის უნდა ვიმღეროთ. ბევრ შესანიშნავ ადგილას გვქონია გამოსვლა, მაგრამ ეს კონცერტი, ჰავანაში, ჩვენთვის ისტორიული მოვლენა იქნება,“ – ამბობს მიკ ჯაგერი.
კონცერტი კუბის დედაქალაქში დღეს შედგება, დასწრება უფასოა და 400 ათას სტუმარს ელოდებიან.
რევოლუციის შემდეგ ფიდელ კასტრომ კუბაში როლინგ სთოუნზის, ბითლზის და ელვის პრესლის მუსიკა, მისთვის მიუღებელი ცხოვრების სტილის პროპაგანდის მოტივით აკრძალა.