Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
109

კრემლი პატივისცემით მოეკიდება სამხრეთ ოსეთში გასამართი რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს შეეხება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედია ავრცელებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს ამის განსახორციელებლად სამართლებრივი ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს.

„საუბარია სამხრეთ ოსეთის ხალხის ნების გამოხატვაზე და ჩვენ ამას პატივისცემით მოვეკიდებით. არ შემიძლია პოზიციის დაფიქსირება, ჩვენ სამართლებრივი და სხვა სახის ნაბიჯები ჯერ არ გადაგვიდგამს“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 30 მარტს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის ინიციატივით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით „რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ აზრი თავის ხალხს უნდა ჰკითხოს“.

როგორც ბიბილოვმა განაცხადა, რესპუბლიკაში რეფერენდუმის ორგანიზება „არც ისე რთულია“ და ამის განხორციელება „დროში არ უნდა გაიწელოს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

კრემლი “სამხრეთ ოსეთში” გასამართი რეფერენდუმის შედეგებს პატივისცემით მოეკიდება: დიმიტრი პესკოვი

109
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
109
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული