Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
92

ჩიკაგოში ავტომფლობელებს სანქციები დროებით გაუუქმეს – არასწორად დაპარკინგებულებს ჯარიმას აღარ გამოუწერენ და ავტომობილსაც საჯარიმო ავტოსადგომზე აღარ გადაიყვანენ. ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ კორონავისურის გამო მიიღო, პანდემიამ მოსახლეობას ისედაც დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა.

ქალაქში არსებულმა ბევრმა კომპანიამ თუ ორგანიზაციამ საქმიანობა გაურკვეველი დროით შეაჩერა. შესაბამისად, ადგილობრივთა უმრავლესობა უმუშევარი დარჩა და შემოსავალი მინიმუმამდე შეუმცირდა. ჩიკაგოს მთავრობამ გადაწყვიტა გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, რათა ისედაც გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა უფრო არ გაართულოს.

ერთადერთი გამონაკლისი იქნებიან ის ავტომფლობელები, რომლებიც თავისი საქციელით საზოგადოებას საფრთხეს შეუქმნიან, ჯარიმის გადახდა მათ კვლავინდებურად მოუწევთ.

დანარჩენები კი ამ შეღავათით 2020 წლის პირველ მაისამდე ისარგებლებენ, თუკი პანდემია ამ დრომდე არ მორჩება, ვადების გადაწევაც არაა გამორიცხული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
92
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
92
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული