პოპულარულმა სამხრეთ კორეულმა ბოიბენდმა BTS ნიუ-იორკში მდებარე გაერთიანებული ერების ორგინიზაციის შტაბ-ბინასთან ახალი სიმღერა Permission To Dance შეასრულა.
სიმღერა ჯგუფის ინგლისურენოვან ალბომშია შესული, რომელზეც ედ შირანმა იმუშავა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი BTS გაერომ მომავალი თაობებისა და კულტურის საკითხებში საგანგებო დესპანად წარადგინა.