Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
71

კოჯრის გზაზე დაზიანების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება” – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიწის მასა კოჯრის გზაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია.

“უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული ყველა სამსახური, რათა გადაუდებელი ზომები გატარდეს.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ მისამართზე სპეციალისტების მიერ კვლევა მიმდინარეობს, რომელთა დასკვნის საფუძველზე, ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

კოჯრის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა და გზა დაზიანდა – საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება

71
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
71
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული