Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
142

ქალბატონი სალომე მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო ის გასაშვები ევროპაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, როდესაც პრეზიდენტი მიდის ევროპაში და ევროპელ პარტნიორებს ესაუბრება, რომ პრემიერს ან სურს, ან არ სურს ევროპაში ქვეყნის ინტეგრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რადიკალურ პოლიტიკოსებთან ერთად ჩართული იყო ქვეყნის სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაციაში.

„მისი სატელევიზიო გამოსვლაც არის სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაცია. როდესაც შენ ეჭვქვეშ აყენებ პრემიერის მოტივაციას ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირი აგიტაცია სტატუსის წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მტკიცებულება თავად შემოგვთავაზა იმის შესახებ, რომ ევროპაში ნამდვილად არ იყო გასაშვები“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ შესაძლო ახალი პარტია სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, განწირულია მარცხისთვის.

„ჩვენ ვთქვით, რომ გვაქვს ინფორმაცია შესაძლო ახალ პარტიასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილი, ლომჯარია, გახარია, ასეთი გეგმები არსებობს. ასეთ პოლიტიკურ პარტიას არავითარი ცვლილების შეტანა არ შეუძლია პროცესში. ეს პარტიაც განწირული იქნება ხუთპროცენტიან ბარიერზე ჩავარდნისთვის. გამორიცხულია, ასეთმა პარტიამ მოახერხოს ბარიერის გადალახვა. ნახეთ, რამხელა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი გამხდარიყო პრეზიდენტი, არც ქარიზმა ჰქონდა და უამრავ შეცდომას უშვებდა წინასაარჩევნო განცხადებებში. არ გამოვრიცხავთ, ასეთი გეგმები სადღაც იყოს მოაზრებული“, – განაცხადა კობახიძემ.

„შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან“ – სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მოქალაქეებზე

ირაკლი კობახიძე: მდიდარი „ენჯეოები“ ცდილობენ, ამერიკის ახალ ელჩს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება არ მისცენ და პირიქით, ეს ურთიერთობები დამატებით დააზიანონ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვთავაზობს, რატომ არ იყო გასაშვები ევროპაში

142
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
142
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული