Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
128

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადია და ის კარვების გაშლის აკრძალვას არ გულისხმობს.

„პოლიციის მხრიდან კარვის დაშლა ლეგიტიმური ვერ იქნება თუ მაგალითად ყინვაში კარავში ადამიანები არიან“ – დავით მათიკაშვილი

როგორც მმართველი გუნდის ლიდერმა აღნიშნა, შეტანილი ცვლილებებით პოლიციას ეძლევა იმის საშუალება, რომ შეაფასოს როდის უნდა/არ უნდა გაიშალოს კარავი.

[related_news id=”928109″ align=”left”]

„მესიჯი“ ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია. რა თქმა უნდა, შესაბამისი რეგულაციები წესდება, მაგრამ არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება.

უბრალოდ პოლიციას ეძლევა იმის საშუალება, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა.

ამისთვის სათანადო სტანდარტებიც არის ჩამოყალიბებული „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ ორგანულ კანონში, მათ შორის თანაზომიერების პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული და ასე შემდეგ.

ყველა თვალსაზრისით, ეს კანონი არის სრულად თავსებადი როგორც საერთაშორისო პრაქტიკასთან, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან და ზოგადად საერთაშორისო სტანდარტებთან ამ სფეროში.

პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას: შეშაც აკრძალეთ, კონსერვის ქილაც, შიათ ადამიანებს – ხოლმე აქციაზე

სწორედ ამ სტანდარტების მიხედვით შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა კანონს ვეტო დაადოს, თუმცა როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „საბოლოო ჯამში ეს მისი გადასაწყვეტია“.

ელისაშვილი უმრავლესობას: „რატომ ნაყავთ წყალს, როცა იცით, რომ წყლის ნაყვის შედეგად არაფერი დარჩება“ 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

კობახიძე: „კარვების გაშლა არ იკრძალება – პოლიცია შეაფასებს როდის უნდა გაიშალოს და როდის არა“

128
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
128
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული