Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
84

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებული ჯ.ე. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 7 აბი, საიდანაც 2018 წლის 31 მარტიდან 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით, თბილისში, ღამის კლუბ BASSIANI-ში 2 აბი 240 ლარის საფასურად,  3 აბი კი 360 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე.

სამართალდამცველებმა ჯ.ე. 2018 წლის 12 მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამ ეპიზოდში (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და  გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბილისის საქალაქო სასამართლომ  ჯ.ე. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8  წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.

12 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეკრებული ახალგაზრდების პროტესტი მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

კლუბ “ბასიანში” დაკავებულ ნარკორეალიზატორს 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

84
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
84
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული