Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
139

გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მეორეკლასელი მოსწავლის დედა ეკა გოგინაშვილი „ფორმულასთან“ ჰყვება, რომ მის შვილსა და კლასელს უთანხმოება მოუვიდათ, რა დროსაც მის შვილს კლასელმა ყელში მავთული წაუჭირა, მასწავლებელს კი რეაგირება არ მოუხდენია.

მისივე განცხადებით, დაპირისპირების შემდეგ, სკოლის ეზოში ჩასულმა მასწავლებელმა მის შვილს სახეში ჩაარტყა და მასზე იძალადა.

„ბავშვებს შორის მოხდა უთანხმოება. კლასელებმა ჩემს შვილს ყელში მავთული წაუჭირეს. ბავშვი იძახის, რომ იხრჩობოდა. შემდეგ საპასუხოდ ჩემს შვილს, ვინც ყელში მავთული წაუჭირა, სახეში გაურტყამს. მასწავლებელი შეესწრო ამ სიტუაციას და მასწავლებელმა გაარტყა ნიკოლოზს სახეში. ეს ყველაფერი ვაცნობე დირექციას და რესურსცენტრს. ახლა მიდის მოკვლევა. იცის სამინისტრომაც. სანამ სამინისტრომდე არ მივიტანე ინფორმაცია, რეაგირება არ მოჰყოლია. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი თვის წინ მოხდა“, – განაცხადა გოგინაშვილმა.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი დალი მინდიაშვილი კი აცხადებს, რომ სამსახურმაც და სკოლის დირექციამაც „ყველაფერი სწორად გააკეთა“ და მოკვლევა მიმდინარეობს.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„კლასელებმა ჩემს შვილს ყელში მავთული წაუჭირეს, სახეში გაარტყეს, მასწავლებელმაც გაარტყა ნიკოლოზს სახეში“ – რას აცხადებენ შსს-ში პედაგოგის მიერ მოსწავლის ცემის სავარაუდო ფაქტზე

139
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
139
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული