Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
71

უკრაინა გამორიცხავს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას და კიევი არ მიიღებს მოსკოვთან რაიმე შეთანხმებას, რომელიც ტერიტორიის დათმობას მოიცავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„ომი არ შეჩერდება. ის უბრალოდ გარკვეული დროით დაპაუზდა. ცოტა ხნის შემდეგ, განახლებული ინტენსივობით, რუსები შეაგროვებენ იარაღს, ადამიანურ ძალას და იმუშავებენ საკუთარ შეცდომებზე, მცირე მოდერნიზებას მოახდენენ, ბევრ გენერალს გაათავისუფლებენ და დაიწყებენ ახალ შეტევას, კიდევ უფრო სისხლიანს და მასშტაბურს“, – განაცხადა პოდოლიაკმა და დასძინა, რომ რუსულმა ძალებმა უნდა დატოვონ უკრაინა და ამის შემდეგ სამშვიდობო პროცესის განახლება შესაძლებელი იქნება.

„მათ სურთ, მიიღონ რაიმე სახის სამხედრო წარმატებები. ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით ნამდვილად არ იქნება სამხედრო წარმატებები. კარგი იქნება, თუ ევროპული და ამერიკული ელიტა ბოლომდე გაიგებს, რომ რუსეთის შუა გზაზე დატოვება არ შეიძლება, რადგან ისინი რევანშისტულ განწყობას განავითარებენ და იქნებიან კიდევ უფრო მეტად სასტიკები. ისინი უნდა დამარცხდნენ, მტკივნეულ მარცხს დაექვემდებარონ, რაც შეიძლება მტკივნეულს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

კიევი არ მიიღებს მოსკოვთან რაიმე შეთანხმებას, რომელიც ტერიტორიის დათმობას მოიცავს – მიხაილ პოდოლიაკი

71
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
71
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული